ევროკავშირის შექმნის პირველი ნაბიჯები შუმანის გეგმას უკავშირდება, რომელიც 1950 წლის 9 მაისს წარადგინეს. ევროპის ქვეყნებმა ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებული კრიზისის დასაძლევად შექმნეს და დღეს ევროკავშირში 27 ქვეყანაა გაერთიანებული, ათი სახელმწიფო წევრობის მსურველია, მათ შორის საქართველო, რომელსაც წევრობის კანდიდატის სტატუსი რამდენიმე თვის წინ მიენიჭა.