ოფიციალური პეკინი 7-8 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირი-ჩინეთის სამიტზე ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას იმედოვნებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩინეთსა და ევროკავშირს არ აქვთ ერთნაირი თვალსაზრისი საერთაშორისო, რეგიონულ საკითხებზე და მხოლოდ კომუნიკაციის, კოორდინაციის დაცვით არის შესაძლებელი კონსტრუქციული როლის შესრულება მსოფლიო მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებასა და გლობალური გამოწვევების გადაჭრაში.
მისი თქმით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პერსპექტივიდან უნდა განიხილონ.