ევროკავშირი 2025 წლამდე გაფართოებას კიდევ 6 ქვეყნით გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფაინენშალ თაიმსი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიუსელი შეთავაზებას ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებისთვის აპირებს.
კერძოდ, ამ სიაში ალბანეთი, სერბეთი, მონტენეგრო, კოსოვო, მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა ფიგურირებს. გამოცემის ცნობით, გაფართოების მიზანს რუსეთის გავლენასთან ბრძოლა და საიმიგრაციო ნაკადების მართვა წარმოადგენს.