ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის, ევროდესკი 2023-ის გენერალური ასამბლეა თბილისში გაიხსნა. ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელი აერთიანებს შესაძლებლობებს და რესურსებს ევროპის მასშტაბით სასწავლო მობილობის, სტიპენდების, გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებისა და ტრენინგების მიმართულებით.
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საქართველოს და თბილისის როლის გაძლიერება, ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება, ქართველი ახალგაზრდების და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა.
ქსელის შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები, პრეზენტაციები, ანგარიშების და სამომავლო გეგმების განხილვა, აგრეთვე სოციალურ-კულტურული აქტივობები. ასამბლეა თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით და მხარდაჭერით,
დღეს გაიხსნა 31 მარტს დაიხურება.