24 ივნისის მინისტერიალზე ევროკავშირი საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების საკითხს განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ევროკავშირის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამჭირვალობის კანონის საპასუხოდ საუბარია ფინანსური დახმარების შემცირებასა და უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ბლოკის დიპლომატიური სამსახურის მიერ შედგენილ ვარიანტებს. „არსებობს ფართო შეთანხმება, რომ ევროკავშირმა პასუხი უნდა გასცეს. ახლა ჩვენ, უბრალოდ, უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი“, – განაცხადა ევროკავშირის დიპლომატმა და ასევე დაამატა, რომ ჯერ უცნობია, იქნება თუ არა ზომები შემოღებული. „ევროაქტივის“ ამ სტატიას გამოხმაურება მოჰყვა თბილისში.