#ევრო2024 საქართველო – ესპანეთი – მზადება მერვედფინალური მატჩისთვის - „მოამბე“კიოლნიდან
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში ისევ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართა. ვილი სანიოლის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საბოლოო განაცხადში 25 ფეხბურთელი იქნება.
ჩეხეთსა და პორტუგალიასთან მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან შეხვედრას ანზორ მექვაბიშვილი გამოტოვებს. მატჩს „რეინ ენერჯი სტადიონზე“ ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტესიე გაუძღვება. საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს მერვედ დაუპირისპირდებიან, თუმცა ეს შეხვედრა გამორჩეულია. აქ ორივე გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური საგზურისთვის იბრძვის.
კიოლნში მუშაობს „მოამბის“ კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი და ლევან ღუდუშაური.