#ევრო2024 საქართველო - ესპანეთი - მზადება მერვედფინალური მატჩისთვის

ევრო 2024 – საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ

ევრო 2024-ის მერვედფინალური მატჩისთვის ემზადებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათთვის, ვინც გერმანიაში გამგზავრება ვერ შეძლო, თბილისში საჯარო ჩვენება ისევ რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება, ერთ-ერთი ასეთი იქნება მიხეილ მესხის სტადიონი, სადაც ექვსი ეკრანია დამონტაჟებული, ტრიბუნებზე დასწრებას კი ქომაგები სრულიად უფასოდ შეძლებენ. ორგანიზატორები დღესაც სრულ დასწრებას ელოდებიან.

კესო ქაფიანიძე იმყოფება ახლა მიხეილ მესხის სტადიონზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად გვიერთდება.