თურქეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. ჩვენმა ნაკრებმა ფელბერტის ბაზაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, ვისაც თურქეთთან შეხვედრაში არ უთამაშია ან მოედანზე მცირე დრო გაატარა. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, დღეს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 21 ივნისს კი ჩვენი გუნდი ჩეხეთთან მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ვარჯიშის შემდეგ ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც მატჩის მასპინძელ სტადიონზე ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების დაპირისპირება 22 ივნისს 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.