საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად იკრიბებიან ამბროლაურში. სასპორტო სკოლის დარბაზში მოწყობილია დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივარი საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებას ნახავს. თამაშის დაწყებამდე ქომაგებს დაურიგდებათ საქართველოს დროშები და შესრულდება ეროვნული ჰიმნი.