საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.
ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვებულისთვის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. გუნდების სასტარტო შემადგენლობაში ბევრ ცვლილებას არ ელოდებიან. საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარება ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მონტენეგროსთან მიღებული ტრავმის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშს ამ დრომდე ვერ ახერხებს.
ჩვენი კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი მუშაობს ჰამბურგში – ლევან ღუდუშაური დეტალებით.