ევრო 2024 - მზადება საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის

საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებამდე ორი საათი რჩება.

ევრო 2024-ის ფარგლებში ჩვენი გუნდი რიგით მეორე შეხვედრას გამართავს. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ამ წუთებში გულშემატკივრები სტადიონზე იკრიბებიან, მანამდე კი ქართველმა ქომაგებმა ჰამბურგის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.