დღეს მატჩის დღეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე მეორე შეხვედრას გამართავს და ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს რა თქმა უნდა საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვებულისთვის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. თამაშამდე ერთი დღით ადრე, ვილი სანიოლმა და ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს და ჩვენი გუნდის შანსებზე ისაუბრეს.
ჰამბურგში „მოამბის“ ჟურნალისტი ლევან ღუდუშაური მუშაობს.