საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება – ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ოთარ კიტეიშვილი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს მზადებას. დღევანდელი საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენი ნაკრები დორტმუნდიდან 400 კილომეტრით დაშორებულ ჰამბურგში მიემგზავრება, სადაც მატჩის მასპინძელ სტადიონზე საღამოს პრესკონფერენცია გაიმართება.
„ჯვაროსნები“ ხვალ 17:00 საათზე ჩეხეთს დაუპირისპირდებიან. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ნაკრების ვარჯიშის შესახებ ლევან ღუდუშაური გერმანიიდან პირდაპირ ეთერში.