საქართველო უეფას 21 წლამდე ჩემპიონატისთვის ემზადება.
საფეხბურთო ჩემპიონატის მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელიც პირველმა არხმა გადაიღო, ქართული მხატვრული ფილმის, „პირველი მერცხლის“ მოტივებზე შეიქმნა. გადაღებები თბილისში, ბათუმში და მალთაყვას სანაპიროზე მიმდინარეობდა. მუსიკალურ რგოლში ხალხურ სიმღერა „აბა ულას“ ახალ ვერსიას მეგა-შოუ „რანინას“ მონაწილეები ასრულებენ.