26 პუნქტიანი რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება. რეზოლუციის პროექტში რუსეთის არალეგალური ქმედებების გამო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთოხების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაა დაგმობილი. მათ შორის კი ჩამოთვლილია საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გაბმა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ეთნიკური დისკრიმინაცია. ზემოთ აღნიშნულ დარღვევებში კი, მკვლელობის, წამების, უხეში მოპყრობის, გატაცებისა და უკანონო დაკავებების ფაქტებია მოყვანილი.