საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, ეუთო-ს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო სამი წლის თავმჯდომარე ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ. ერთობლივ დოკუმენტში, რომელიც ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში მიიღეს, პირველად, მრავალი წლის შემდგომ, საქართველოში არსებულ კონფლიქტზე ვკითხულობთ. ასევე გამოხატულია მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების სფეროში გაუარესებული მდგომარეობა. ორგანიზაციის ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განაგრძონ ამ ფორმატში ეუთო-ს წამყვანი როლის შესრულება, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად.