ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დასრულებულია. ავსტრიის დედაქალაქში, 56 ქვეყნის 300-მდე პარლამენტის წევრმა, უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და საარჩევნო პროცესების შესახებ მოხსენებები მოისმინა. გაიმართა დისკუსიებიც. რიგით მე-18 სესიის მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან მონაწილეობა მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მიიღეს.
დეპუტატებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე უცხოელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს და საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.