ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება ავსტრიაში. სხდომებზე დასასწრებად ემზადება ქართული დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა პირველად უხელმძღვანელებს. ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს. საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების, 300-მდე პარლამენტარი, ეუთო-ს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე: უსაფრთხოების გამოწვევებზე, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე, მიგრაციაზე, ეკონომიკისა და გენდერულ საკითხებზე, დისკუსიებს გამართავენ. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.