საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა. სამხარაძემ, დელეგაციის წარმომადგენლებს როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.