ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ”10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ” საბოლოო დეკლარაციაში აისახა. კენჭისყრამდე გამართულ დებატებში რუსეთს არ დაუმალავს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება პროექტის ტექსტის მიმართ და წინასწარვე განაცხადა, რომ დეკლარაციას სწორედ ამ და რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სხვა რეზოლუციების გამო არ დაუჭერდა მხარს.
დელეგაცია, იმ არგუმენტით რომ რეგლამენტი დაირღვა, ცდილობდა, დეკლარაციიდან ამოეღოთ მათ წინააღმდეგ მომზადებული 2 რეზოლუცია. თუმცა, მათი პოზიცია არ იქნა გაზიარებული.
დებატების დროს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების გამო, რუსეთი მწვავედ გააკრიტიკეს, მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთი და შვედეთი.