საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს ეუთო/ოდირი-ს 40 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გაუწევს.
ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტირკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დამკვირვებელთა პირველი ჯგუფი საქართველოში უკვე ჩამოვიდა. 13 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარ მისიაში, საარჩევნო, პოლიტიკური, სამართლებრივი და მედიის საკითხების ანალიტიკოსები შედიან.