ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ეუთო-ს რიგით 30-ე მინისტერიალი მიმდინარეობს.
ღონისძიებაში მონაწილეობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მინისტერიალზე დღეს კრემლს კიდევ ერთხელ მოუწოდეს დაასრულოს ომი უკრაინაში. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოზე. მოსკოვს მოუწოდებენ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს პირველი დიპლომატიც. ილია დარჩიაშვილი პარტნიორებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.