ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 29-ე შეხვედრა შეაჯამა ქართულმა დელეგაციამ. შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა უკრაინის ომი და თებერვლის შემდეგ რეგიონში მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების გარემოა. რაც შეეხება განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ქართული მხარის განმარტებით, საქართველოს მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერა განსაკუთრებით ძლიერია, იმისათვის, რომ ქვეყანა დღეს არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.