პოლიტიკური სპექტრი ამჯერად ოდირის ახალი ანგარიშის შინაარსზე ვერ თანხმდება.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია სხვადასხვა გზავნილს ხედავენ დოკუმენტში, სადაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებათა ოფისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს აფასებს. ორგანიზაცია ჯერ იუსტიციის საბჭოში და შემდეგ პარლამენტში კანდიდატებთან გამართულ გასაუბრებას ღიად და გამჭვირვალედ მიიჩნევს, თუმცა მიუთითებს ხარვეზებზეც. ანგარიშის ავტორების აზრით, პროცესი პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილი არ იყო. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ დაძაბული პოლიტიკური ვითარების და ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, კანდიდატების საკითხის კენჭისყრა მაინც არ გადაიდო. დაკსვნის გარკვეული ნაწილის მიმართ მმართველ გუნდს შენიშვნები აქვს. არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ანგარიშს წერილობით უპასუხოს.