ეუთო/ოდირის შემაჯამებელი პრესკონფერენცია

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საერთო ჯამში დემოკრატიულად ჩატარდა – ასეთია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომელიც ასევე მოიცავს ფაქტებს დარღვევების, ზეწოლისა და გადაცდომების შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს და ყურადღება გაამახვილეს მედიის მუშაობაზეც. მათი შეფასებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საარჩევნო პროცესები ნეიტრალურად გააშუქა. ევროპარლამენტის, ეუთო-ოდირის და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაციების ხელმძღვანელებს ლევან ახალაია ესაუბრა.