ეუთო/ოდირის პრესკონფერენცია

ეუთო-ოდირის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც მისიის ხელმძღვანელმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მეორე ტური მთლიანობაში კარგად ადმინისტრირებული და კონკურენტული იყო, მაგრამ პოლარიზაციამ პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. ალბერტ იონსონის თქმით, ასევე იყო დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტები. მისიამ კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეაფასა, თუმცა აღინიშნა, რომ იყო გარკვეული პრობლემები, რაც შეშფოთებას იწვევს. მისიის ხელმძღვანელმა მედიის მიერ პროცესების გაშუქებაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კამპანიას ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდა.

ქეთი ჩოხელი განავრცობს თემას და სადამკვირვებლო მისიის მთავარ გზავნილებს გაგვაცნობს.