ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი. დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს. ამონარიდი გაცხადებიდან – დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა. ამასთან, წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციები. რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა რეკომენდაცია, წინსწრებით, უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში.