ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში არჩევნებთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აქვეყნებს.
დოკუმენტის მიხედვით, ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა მიზანია საქართველოში არჩევნების ჩატარების გაუმჯობესება და მათი ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნული რეკომენდაციები უნდა იყოს განხილული ოდირის წინა რეკომენდაციებთან ერთად, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განსახილველად. დოკუმენტზე კეთდება პირველი პოლიტიკური შეფასებები.
დოკუმენტის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე – 1tv.ge