მხატვრული რეწვისა და დიზაინის მეხუთე საერთაშორისო სამიტი გაიხსნა – სამხრეთ კავკასიაში დარგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმა გამოფენებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებსა და ბიზნესშეხვედრებს აერთიანებს. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში ერთ სივრცეში თავს უყრის შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს – დიზაინერებს, მეწარმეებს, ხალხური რეწვის, ხელნაკეთი პროდუქციის ოსტატებს, მხატვრებსა და სხვა შემოქმედებს. ევროკავშირის მხარდაჭერით „ეთნოფესტ 2024-ს“ „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონები მასპინძლობს.
ცხრაწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის შესახებ ანუკი მასხარაშვილი და ლაშა მამულაშვილი მოგვიყვებიან.