ესპანეთის მთავრობამ რუსი ჰაკერები კატალონიის კრიზისში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა
ესპანეთის მთავრობამ რუსი ჰაკერები კატალონიის კრიზისში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბევრი გზავნილი თუ ოპერაცია, რუსეთის ტერიტორიიდან ხორციელდებოდა.
ჰაკერული თავდასხმების ნაწილი ასევე ვენესუელიდანაც დაფიქსირდა. ესპანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხს 13 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.