ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ევროპელი ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მხარდაჭერა და ცვლილებებისთვის ბიძგის მიცემას დაასახელა. მათი მხრიდან გაჟღერდა მოთხოვნა არჩევნების საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ და შეხვედრები გამართეს.
როგორ აფასებენ ვიზიტს თბილისში – თამარ წიკლაურის ჩართვა #მოამბე