საქართველოსა და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩაატარეს. ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა კომპონენტებს მოიცავდა, მათ შორის იყო სანაპირო ზოლის დაზვერვა, ზღვიდან ხმელეთზე შეღწევა/გამოსვლა, სანაპირო ზოლში რეიდი, ჩასაფრება, იერიშები, ტაქტიკური მომზადება და ახლო მანძილზე სროლის კურსი. სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები სისტემატურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ. სწავლების მიზანი, გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლებაა.