საპარლამენტო ოპოზიციას შენიშვნები აქვს იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ გუშინ 111 ხმით დაამტკიცა. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დასაჩქარებლად მომზადებულ რეზოლუციაში გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული გეგმა და მთელი რიგი რეფორმები, რომელთა განხორციელებაც გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი. მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერის მიზანი ქვეყნის ევროპული კურსის კიდევ ერთხელ დადასტურება იყო, თუმცა თვლიან, რომ დოკუმენტი არასრულყოფილია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ქვეყანა უკვე ახორციელებს იმ ვალდებულებებს, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის აღებული.