ერთობლივი ქორეოგრაფიული პროექტი

აბრეშუმის თეატრში ახალი ქორეოგრაფიული წარმოდგენებისთვის ემზადებიან.

თბილისის თანამედროვე ბალეტის მოცეკვავეები აკრობატის ცხოვრებაზე და მარიჯანის დღიურებზე დაფუძნებულ მონო-დადგმებზე მუშაობენ. ორივე დადგმის ქორეოგრაფია ისრაელიდან ჩამოსულ ქორეოგრაფ მირიამ ენგელს ეკუთვნის.

პროექტი ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. მონოგრაფიული წარმოდგენების ჩვენება აბრეშუმის თეატრში 11 ივნისს 20 საათზე გაიმართება.