ერთობლივი განცხადება - გამოხმაურება თბილისში

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საერთო განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციით. ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას, სანამ ქვეყანა არ გაატარებს რეფორმებს. „თუ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს და არ აჩვენებს რეფორმების ხელშესახებ მცდელობებს, განსაკუთრებით კი არ გააუქმებს ბოლო დროს მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას“ – განაცხადეს ლიდერებმა.