ევროკავშირის ლიდერები რუსეთს მკაცრი სანქციების დაწესებით ემუქრებიან. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა, სამიტის დაწყების წინ განცხადებები გააკეთეს. ურსულა დონ დერ ლაიენის განცხადებით, ის ევროკავშირის ლიდერებს წარუდგენს სანქციების მეორე პაკეტს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მძიმედ დააზარალოს რუსეთის ინტერესები და ომის დაფინანსების მისი შესაძლებლობები.