არასამთავრობო ორგანიზაციებმა „იემსიმ“ და საია-მ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს მართლმსაჯულების და სამართალდამცავი სისტემის პრობლემების შესახებ მომზადებული ორი ანგარიში წარადგინეს.
ანგარიშების წარდგენა გაერო-ს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმის ფარგლებში მოხდა. ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად, ანგარიშებს დაურთეს რეკომენდაციები აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე.