ერთობა დაამარცხებს რუსულ ოკუპაციას - აქცია იუსტიციის სახლთან

ერთობა დაამარცხებს რუსულ ოკუპაციას – ამ ლოზუნგით, ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა არასამთავრობოებთან ერთად აქცია გამართეს.

იუსტიციის სახლთან შეკრებილებმა ქვეყნის ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა და ხელისუფლებისგან ქმედითი ღონისძიებების განხორციელება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ანტისაოკუპაციო ღონისძიებების გამართვას პერმანენტულად აპირებენ.