ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუწოდებს უზრუნველყოს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. დავით კირთაძის განცხადებით, გუშინ გიორგი კალანდარიშვილის ბრიფინგი მედიასა და ჩართულ მხარეებზე თავდასხმის მცდელობა იყო. კირთაძის თქმით, კომისიის წევრები „ქართული ოცნების“აქტივობებს სოციალურ ქსელში აზიარებდნენ და აგიტაციაში იყვნენ ჩართულები, რაც მისი შეფასებით, დაუშვებელია. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის განცხადებას ცესკო-ში უპასუხეს.