ალიანსი ერთიანობა „ნაციონალური მოძრაობა“ ფართოვდება და მას „ევროპული საქართველო“ უერთდება, ხოლო ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კი კობა ნაყოფია იქნება დანიშნული. ამის შესახებ გადაწვეტილება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე იქნება მიღებული, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ალიანსის ლიდერებმა ყრილობის დაწყების წინ თავად დაადასტურეს. ოფიციალური განცხადება კი ყრილობის დასრულების შემდგომ გაკეთდება.