„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, გელათის ტაძარი მოინახულეს და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ. ლიდერების განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მძიმე ვითარებაა და ხელისუფლებისგან უყურადღებოდაა დატოვებული. მათივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გელათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება.