წინასაარჩევნო უფასო სარეკლამო დროზე, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს კანონით ეკუთვნით, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომუნიკაციების კომისიას სარჩელით მიმართა. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერ თამარ კორძაიას თქმით, უფასო პოლიტიკური დროის განაწილება ხდება არასამართლიანად და კანონის შეუსაბამოდ. მისი მტკიცებით, გამოყოფილია იმდენად მცირე დრო, რომ პარტიას არ აქვს შესაძლებლობა ამომრჩეველს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. კორძაიამ პროფესიული ნიშნით არჩეულ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებზეც ისაუბრა და ისინი მმართველი პარტიის მხარდამჭერებად გამოაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია მათი არჩევა ხელახლა მოხდეს და კომისია ნეიტრალური პირებით დაკომპლექტდეს.