თბილისის ჩუღურეთის რაიონში პენსიონერებს შეხვდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
სოფო ჯაფარიძე მათ პრობლემებს გაეცნო და პენსიონერებისთვის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამა გააცნო. მისი განცხადებით, პენსიონერებს პოლიტიკური გაერთიანება ჰპირდება, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, საპენსიო სესხები, რომელიც 400 000-მდე პენსიონერს კაბალური პირობებით აქვს აღებული, პირველ დეკემბრამდე აუცილებლად გაუქმდება, მისივე თქმით პენსიონერები სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ მედიკამენტებით და აუცილებელია მედიკამენტების სუბსიდირება. პენსია კი უნდა იყოს არანაკლებ 1000 ლარი.