წალენჯიხის ბაზარში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და სხვა ლიდერები მოსახლეობას შეხვდნენ. დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები და ე.წ. ევროკავშირის პასპორტები, რომელიც, მათი თქმით, მოძრაობის ხუთ პრიორიტეტს შეეხება. ბოკუჩავას განცხადებით, წალენჯიხაში მოსახლეობას აქვს ცვლილებების მოლოდინი და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა.