„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ამარცხებს „ოცნებას“ – ასეთი დევიზით გაიმართა ღონისძიება ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან.

ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებმა ამომრჩეველს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა შეახსენეს და წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე ქუთაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ახალ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნაში თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.