ექსპოჯორჯიაში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაერთიანების ლიდერებმა საარჩევნო დაპირებები კიდევ ერთხელ წარუდგინეს ამომრჩეველს და 26 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.