„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მდივანი, გიორგი ბოტკოველი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ჯეიჰუნ მუჰამედალი კარდაკარის პრინციპით თელავის რაიონში, სოფელ ყარაჯალაში შეხვდნენ მოსახლეობას. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მთელ კახეთში და არა მარტო ყარაჯალაში, ხალხს უნდა ცვლილებები, ხალხს უნდა განვითარება, პერსპექტივა.