„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მოსახლეობას ქუთაისში კიკვიძის სკვერში შეხვდნენ.
გაერთიანების ლიდერებმა ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას დააკისრეს და ემიგრაციაზე, გაზრდილი ფასებსა და ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის ჩამორთმევაზე ისაუბრეს. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამომრჩეველს ღირსეულ ცხოვრებას დაპირდნენ, რასაც ევროკავშირის წევრობა უზრუნველყოფს.