„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია

საპარლამენტო არჩევნებამდე 21 დღე რჩება, პოლიტიკური პარტიები კი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავენ. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მოქალაქეებს ვაკის რაიონში შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოსახლეობის მთავარი სურვილები ევროპული მომავალი, უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრება, მეტი შემოსავალი, ნაკლები ფასები და ქვეყანაში ემიგრაციის შემცირებაა.