„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა თბილისში, დიდუბეში ამომრჩევლებს შეხვდნენ. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ყველა მოქალაქის განწყობა ოპტიმისტურია. ლაშა ფარულავას განცხადებით, კი თბილისელებს ყველაზე მეტად მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი აწუხებთ.